დეკანი

დეკანი

2020 წლის ოქტომბერში გიორგი მირიანაშვილმა დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი.

2016 - 2019 წლებში გიორგი მირიანაშვილი სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე.

 

სამუშაო გამოცდილება:

ოქტომბერი/2020 - დეკანი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა

ივნისი/2021 - დღემდე - ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო, ევროპული და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

თებერვალი/2020 - დღემდე - დირექტორი, მკვლევარი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

თებერვალი/2020 - ოქტომბერი/2020 - დეკანის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა

ოქტომბერი/2019 - იანვარი/2020 - დეკანის მოადგილე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა

იანვარი/2018 - დეკემბერი/2020 - ასისტენტი საერთაშორისო, ევროპული და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

ივლისი/2017 - ივლისი/2018 - მთავარი იურისტი კონსტიტუციური და ევროპული სამართლის მიმართულებით ა/ო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“

დეკემბერი/2017 - იანვარი/2020 კოორდინატორი, მკვლევარი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

იანვარი/2017 - მაისი/2017 - წამყვანი სპეციალისტი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

სექტემბერი/2017 - თებერვალი/2018 - მიწვეული ლექტორი თბილისის ღია უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

თებერვალი/2016 - ივლისი/2019 - მიწვეული ლექტორი თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

სექტემბერი/2015 - დეკემბერი/2017 - მიწვეული ლექტორი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა

სექტემბერი/2015 - დეკემბერი/2017 - მიწვეული ლექტორი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

მარტი/2016 - დეკემბერი/2016 - მთავარი იურისტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

მარტი/2014 - თებერვალი/2016 - იურისტი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

 

სხვა მიღწევები:

2016-2019 წლებში გერმანული ორგანიზაციის ფოლკსვაგენის ფონდის (Volkswagen Foundation) სტიპენდიანტი.

2019 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ექსპერტი.

2016-2019 წლებში ქართულ-გერმანული პროექტის „ქართული სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაცია და ევროპეიზაცია“ მონაწილე, ექსტრადიციის ეროვნული, ევროპული და საერთაშორისო სამართლის მკვლევარი.

2019 წელს ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მკვლევარი.

2019 – 2020 წლებში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის სფეროში.

2018 წელს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მკვლევარი.

2018 წლიდან - დღემდე მსოფლიო იურისტთა ასოციაციის (WJA) წევრი.

2017 - 2019 წლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ექსპერტი ევროკავშირის სამართლის მიმართულებით.

2018 - 2020 წლებში ანალიტიკური, აკადემიური სტატიების განთავსების ონლაინ პლატფორმას სარედაქციო კოლეგიის წევრი ევროპული კავშირის სამართლისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

გიორგი მირიანაშვილს წაკითხული აქვს საჯარო ლექციები, ჩატარებული აქვს მასტერკლასები და ტრენინგები სამართლის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

გიორგი მირიანაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს პარლამენტის, სხვადასხვა სამინისტროების და სხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების, კომისიების წევრი.

გიორგი მირიანაშვილი არის 20 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 4 სახელმძღვანელოს/დამხმარე სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 2 ცნობარისა და 12 სტატიის ავტორი/თანაავტორი.